დღეს ფეხბურთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აიღებს სტარტს

AutoSharing Option
დღეს, 12 დეკემბერს აბუ-დაბიში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. პლეი-ოფის პირველ მატჩში ერთმანეთს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ჩემპიონი "ალ აინი" და ოკეანეთის ჩემპიონი ახალზელანდიური "ველინგტონი" დაუპირისპირდებიან.

მათ შორის გამარჯვებული აფრიკის ჩემპიონთა ლიგის მფლობელ ტუნისურ "ესპერანსას" შეხვდება, მეორე მეოთხედფინალურ მატჩში კი ერთმანეთს აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, იაპონური "ქაშიმა ანტლერსი" და კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი მექსიკური "გვადალარახა" დაუპირისპირდებიან.

სწორედ შემდეგი ეტაპიდან, ანუ ნახევარფინალიდან ერთვებიან ტურნირში ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის "რეალი" და კოპა ლიბერტადორესის ჩემპიონი, არგენტინული "რივერ პლეიტი".

მადრიდული გრანდი პირველ მეოთხედფინალში გამარჯებულს
შეხვდება,  სამხრეთამერიკელები კი მეორე წყვილის საუკეთესო გუნდს დაუპირისპირდებიან.

ფინალური მატჩი 22 დეკემბერს გაიმართება. ბოლო 4 ტურნირიდან 3-ში მადრიდის "რეალმა" გაიმარჯვა.

alt"რეალი" ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული