ფიფას ორგანიზებულ სამიტს ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირი დაესწრნენ

AutoSharing Option
ფიფას ორგანიზებით, ყატარის დედაქალაქში აღმასრულებელი ფეხბურთის სამიტი გაიმართა. დოჰაში ფიფას წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და სხვადასხვა კონტინენტის როგორც სანაკრებო, აგრეთვე საკლუბო ტურნირების შესახებ იმსჯელეს.

საქართველოს სამიტზე ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი წარმოადგენდნენ.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ერთა ლიგის გათამაშება იყო, რომელიც საფეხბურთო სამყაროს უახლესი პროექტია, აგრეთვე, ფიფას საკლუბო ჩემპიონატის მომავალი და 2022 წელს ყატარში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი. სამიტს ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გაუძღვა. საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებმა ქალთა ფეხბურთში არსებულ გამოწვევებსა და ვიდეორეფერის (VAR) პერსპექტივაზეც
იმსჯელეს. ანალოგიური შეხვედრა დოჰაში, 2017 წლის თებერვალშიც შედგა. აღმასრულებელი ფეხბურთის სამიტის ფარგლებში, 2019 წელს კიდევ ორი შეხვედრაა დაგეგმილი. 15-17 იანვარს სამიტს მარაქეში უმასპინძლებს, 21-23 იანვარს კი - რომი.

altფიფა სუპერლიგის ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს აუკრძალავს

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული