მოდრიჩი: რონალდოსა და მესისთვის პრიზები მაშინაა ფასეული, როდესაც თვითონ იღებენ

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა ლუკა მოდრიჩმა იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ თავდამსხმელები რონალდო და ლეო მესი 2018 წელს "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას არ დაესწრნენ.

"ვერ გეტყვით, რატომ არ დაესწრნენ ცერემონიას. თუმცა, ეს მათი საქმეა. ისე გამოდის, რომ რონალდოსა და მესისთვის პრიზები მაშინაა ფასეული, როდესაც თვითონ იღებენ. ვფიქრობ, ეს არასწორი დამოკიდებულებაა სხვა ფეხბურთელებისადმი, გულშემატკივრებისადმი და ადამიანებისადმი, რომლებიც მათ 10 წლის განმავლობაში აძლევდნენ ხმას.

აქ ყველაფერი მარტივადაა. რონალდო და მესი 10 წელი დომინირებდნენ. თუ პრიზებს ფეხბურთელებს მხოლოდ ოსტატობის მიხედვით მივცემთ, მაშინ ყოველთვის მათ უნდა გადაეცეთ და არანაირი
ხმის მიცემა საჭირო არაა", - განუცხადა მოდრიჩმა  Sportske Novosti-ს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ლუკა! როცა ფეხბურთელს პრიზით აჯილდოვებენ, რასაკვირველია მისთვის ეს ფასეულია, შენთვის რა ფასეული არაა?. გულშემატკივრებში გამოკითხვა, რომ წაშალეს, სადაც მესი საკმაოდ გისწრებდათ ყველას, აი ეს ნამდვილად არიყო "ფასეული" და ღირსეული საქციელი იმათ მხრიდან, ვინც ეს ოქროს ბურთი დააწესა.მესის ამით არაფერი დააკლდა, აი ამ ოქროს ბურთის ნომინაციას კი, მაგრად შეერყა რეპუტაცია.
გია1
18:42 15-12-2018
5
ეწყინა ლუკას.:)

წესით, სწორედ “ოსტატობისთვის” უნდა გადაეცემოდეთ ფეხბურთელებს ოქროს ბურთი.
ლადო თ
19:03 15-12-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული