ჩეხეთის ნაკრების ექსკაპიტანი ტომაშ როსიცკი პრაღის "სპარტას" სპორტულ დირექტორად დანიშნეს.
როსიცკი "სპარტას" აღზრდილია, მის ღირსებას 1998-2001 წლებში იცავდა, შემდეგ 7 სეზონი "ბორუსიაში" ჩაატარა, 2006-2010 წლებში "არსენალში" ასპარეზობდა და კარიერა მშობლიურ გუნდში დაასრულა.
"როსიცკის კლუბის პერსპექტივაში საკვანძო ადგილი უკავია. ჩეხეთის ფეხბურთს კარგად იცნობს და საერთაშორისო სარბიელზე დიდი გამოცდილება აქვს მიღებული", - განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ფრანტიშეკ ჩუპრამ.