"თქვენთან საქმე ჯერ არ დამისრულებია" - ზლატანი MLS-ში რჩება

AutoSharing Option
ვეტერანი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ლოს ანჯელეს გალაქსიდან" წასვლას არ აპირებს.

"თქვენთან საქმე ჯერ არ დამისრულებია" - ასეთი წარწერით გაავრცელა ვიდეო სოციალურ ქსელში შვედმა ფორვარდმა და საკუთარი გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ის MLS-ში კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დარჩება.

ბოლო პერიოდში მას იტალიურ "მილანს" უკავშირებდნენ, თუმცა ზლატანმა ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

37 წლის თავდამსხმელი "გალაქსის" 2018 წლის მარტში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შეუერთდა და მის რიგებში ჩატარებულ 27 მატჩში 22 გოლი გაიტანა.

altზლატან იბრაჰიმოვიჩი "მილანში" მეუღლემ არ გაუშვა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული