ხორვატიის ნაკრების მცველი მეღორეობის ფერმას გახსნის

AutoSharing Option
"ბეშიქთაშისა" და ხორვატიის ნაკრების მცველი დომაგოი ვიდა მეღორეობის ფერმას გახსნის.

მას ხორცი საკუთარი რესტორნებისთვის სჭირდება და მეღორეობის ფერმას 1 იანვარს გახსნის.

"მე ხალხი მყავს, რომლებიც იქ იმუშავებენ. ადგილობრივი 500 შავი ღორი მეყოლება. ხორცი საკუთარი რესტორნებისთვის მჭირდება. ეს ბიზნესია.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ჩემს მშობლიურ სოფელში მინდა დაბრუნება. იქ თავს უკეთ ვგრძნობ. მართალია, მეუღლეს ზაგრებში სურს ცხოვრება, მაგრამ შევთანხმდებით.

მესიმ მთელ გუნდს 30 მაისურა გამოგვიგზავნა და თქვა, რომ აღფრთოვანებულია მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი თამაშით და ტურნირზე საუკეთესო გუნდი ვიყავით", - განუცხადა ვიდამ
24sata-ს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წამგებიანი ბიზნესია ძმა :)))
ვიდას :))
08:04 20-12-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული