"ბარსელონამ" "ვალენსიას" მცველი ჯეისონ მურილიო ინათხოვრა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "ვალენსიას" 26 წლის კოლუმბიელი მცველი ჯეისონ მურილიო ინათხოვრა.

ის "ბარსამ" იჯარით ერთი წლით აიყვანა და ეს სიამოვნება 2 მილიონი ევრო დაუჯდება.

საიჯარო ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ ბლაუგრანას მისი 25 მილიონ ევროდ შეძენის უფლება აქვს.

მურილიომ ამ სეზონში ლა ლიგას მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები :)) ვისკა ბარსა
0

სიახლეები პოპულარული