კიევის "დინამოს" გულშემატკივრებს ღორი "სპარტაკს" მოაგონებს და საახალწლო ღორის გამოსახულებიანი სუვენირების გაყიდვა აკრძალეს

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ონლაინ მაღაზიამ იუწყა, რომ გაყიდვიდან ღორის სუვენირები ამოიღეს. მიზეზი ისაა, რომ ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის 2019 წელი მიწის ყვითელი ღორის წლად ითვლება, კიეველი ფანებს კი ღორი "სპარტაკს" მოაგონებს.

"ძვირფასო გულშემატკივრებო, კლუბის ოფიციალური მაღაზია ჩინური კალენდრის მიხედვით მომავალი წლის სუვენირებს ამზადებს. როგორც ცნობილია, 2019 წელი  ტახის-ღორის წელი იქნება. სწორედ ამიტომ დავამზადეთ სუვენირები.

სამწუხაროდ, გულშემატკივართა ნაწილს ეს ძალიან არ მოეწონა - ამაში კიევის "დინამოსა" და მოსკოვის "სპარტაკის" ძველი დაპირისპირების კავშირი დაინახეს. ფან-მაღაზია ხაზს უსვამს, რომ არავის წყენინება არ უნდოდა და
სუვენირების "სპარტაკთან" ან რომელიმე კლუბთან ასოცირებას არ გეგმავდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა ამ პროდუქციის სარეალიზაციო პუნქტებიდან ამოღების გადაწყვეტილება", - წერს "დინამოს" მაღაზია თავისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
“იანვარში ანანიძით 2 ესპანური კლუბი იყო დაინტერესებული მაგრამ ჩვენ ის გავუშვით, ჯანო ჩვენი “პატარა პირლოა” რომელიც მოსკოვის სპარტაკს ალამაზებს.”

- მასიმო კარერა, 2018 წელი.


ერთი წლის უკან.
23:38 23-12-2018
0

სიახლეები პოპულარული