"ნიცა" მარიო ბალოტელის ფასდაკლებით ყიდის

AutoSharing Option
"გაზეტა დელო სპორტის" ცნობით, "ნიცა" თავდამსხმელ მარიო ბალოტელის თავიდან მოშორებას ცდილობს.

"ნიცას" მწვრთნელმა პატრიკ ვიეირამ განაცხადა, რომ ბალოს ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს არ გაუგრძელებენ და ფასდაკლებით გაყიდიან.

ფრანგული კლუბი მზადაა სუპერმარიო 1.5 მილიონ ევროდ გაყიდოს.

გასულ სეზონში მან 38 მატჩში 26 გოლი გაიტანა, ზაფხულში კი "მარსელში" უნდოდა გადასვლა დ გუნდის შეკრებაზე არ გამოცხადდა.

ის გუნდში ზედმეტი წონით დაბრუნდა და ამ სეზონში გოლი საერთოდ არ გაუტანია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული