Le 10 Sport-მა ფრანგული კლუბების იმედგამაცრუებელი ტრანსფერების ათეული დაასახელა.
მასში შეყვანილია "მონაკოს" მიერ ცსკა-სგან 30 მილიონ ევროდ შეძენილი ნახევარმცველი ალეკსანდრ გოლოვინი, რომელმაც ლიგა 1-ის 10 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ათეულში აგრეთვე მოხვდნენ: კევინ სტროოტმანი, ნემანია რადონიჩი, დუიე ჩალეტა-ცარი (ყველა მარსელი), ნასერ შადლი (მონაკო), განსო (ამიენი), მეტ მიაზგა, მაჯიდ უორისი (ორივე ნანტი), მიზიან მაოლიდა (ნიცა), იანის სალიბუ (სენტ ეტიენი).