azerisport.com-ი ირწმუნება, რომ გადაყენებული გურბან გურბანოვის ნაცვლად აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად შეიძლებოდა ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი ფერნანდო იერო დანიშნულიყო.
გამოცემა ამტკიცებს, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო ფეხბურთის ფედერაციამ მის კანდიდატურაზე უარი თქვა.
50 წლის იერო მსოფლიოს ჩემპიონატზე ფურია როხას მწვრთნელი იყო, რომელიც 1/8 ფინალში რუსეთთან დამარცხდა (1:1, პენალტების სერიაში 3:4).
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ეროვნული გუნდის მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად შოთა არველაძე მოიაზრება.