ფიფამ შესაძლოა რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია მკაცრად დასაჯოს

AutoSharing Option
ფიფამ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ გამოიძება დაიწყო, რომელიც რუსული კლუბების ყირიმის ნაევარკუნძულზე გამართულ მატჩებში მონაწილეობას ეხება.

2017 წელს ორმა რუსულმა კლუბმა "ანჟი 2"-მა და "სოკოლმა" ყირიმის ზამთრის თასზე იასპარეზა. ტურნირის მატჩები ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე იმართებოდა, რომელსაც არც ფიფა და არც უეფა რუსულ ტერიტორიებად არ აღიარებს.

ფიფაში დარწმუნებულები არიან, რომ ორივე გუნდის მონაწილეობა რუსეთის ფედერაციასთან იყო შეთანხმებული. თუ ამას დაამტკიცებენ ფედერაციას სერიოზული სანქციები ელის.

2014 წელს უეფამ ყირიმის კლუბებს რუსეთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში გამოსვლა აუკრძალა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფიფამ თუ უეფამ? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ყოჩაღ სწორი გადაწყვეტილება მიუღია
akaki
17:52 26-12-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული