29 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-20 ტურში "ვულვერჰემპტონმა" ლონდონში 3:1 სძლია "ტოტენჰემს".
დასრულდა "ტოტენჰემის" მოგებათა 5-მატჩიანი სერია. "დეზების" კაპიტანმა ჰარი კეინმა მიმდინარე ჩემპიონატზე მე-13 გოლი გაიტანა და "არსენალის" ფორვარდთან პიერ-ემერიკ ობამეიანგთან ერთად ბომბრდირთა დავას უდგას სათავეში.
პრემიერლიგაში დაბრუნებულმა "ვულვზმა" ამ სეზონში ფრე გაუგორა "მანჩესტერ სიტის" (1:1), "მანჩესტერს" (1:1), "არსენალს" (1:1), "ჩელსის" კი მოუგო (2:1).
"ტოტენჰემი" 45 ქულით მეორე ადგილზეა, "ვულვერჰემპტონი" კი 29 ქულით მეშვიდეზე.
ლონდონი. "უემბლი. 46 356 მაყურებელი
ტოტენჰემი - ვულვერჰემპტონი 1:3
გოლები: 1:0 კეინი (22), 1:1 ბოლი (72), 1:2 ხიმენესი (83), 1:3 ელდერ კოსტა (87)