"რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა კაკამ Grande Círculo de SporTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში იმაზე ისაუბრა, თუ რატომ ვერ მოახერხა მადრიდულ გუნდში დამკვიდრება.
"პირველ წელს ბარძაყის პრობლემა მქონდა, შემდეგ კი კუნთის. მსოფლიოს ჩემპიონატის მერე ოპერაცია გამიკეთეს და როდესაც დავბრუნდი, ჟოზე მოურინიო დამხვდა.
"რეალში" ჩემი პრობლემა ტრავმა და მწვრთნელი იყო. სამი წელი დავკარგე. ვეხვეწებოდი შანსი მოეცა.
დღესაც კი შემიძლია "რეალში" წასვლა. ამ კლუბის კარი ჩემთვის ღიაა. პერესი მეუბნებოდა, რომ ნამდვილი პროფესიონალი ვიყავი".
კაკა ბლანკოსში 2009-2013 წლებში თამაშობდა და 120 მატჩში 29 გოლი გაიტანა.