"ატალანტას" ყოფილი ფეხბურთელი "საბურთალოს" ნაცვლად რუმინულ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
კი იუწყეს, რომ "ატალანტას" ყოფილი მარჯვენა მცველი კონსტანტინ ნიკა "საბურთალოში" გააგრძელებდა კარიერას, მაგრამ ის რუმინეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერში "დუნარეა კალარასში" გადაბარგდა.

ნიკას 1.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და გუნდთან ერთად ანტალიაში იმყოფება შეკრებაზე, სადაც ჩემპიონატის განახლებამდე რამდენიმე ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

25 წლის ნიკა გასულ სეზონში ბუქარესტის "დინამოში" თამაშობდა, თუმცა მხოლოდ 3 მატჩში იასპარეზა.

ვერ გეტყვით რა არის იმის მიზეზი, რომ მან "საბურთალოში" ასპარეზობა გადაიფიქრა, მაგრამ რუმინული პრესის ცნობით, მას სოფელში მეურნეობა აქვს, ფერმაც, სადაც დედა და და მუშაობენ, ხოლო მამა პოლიციელია. ალბათ,
კონსტანტინმა სახლთან ახლოს ყოფნა არჩია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
D
ყანებში თამაში აქაც არ აცდებოდა :D:D:D
1
კი გამიკვირდა რატომ მოდის მეთქი ჩვენთან?რაგაც პრობლემები რომ აქ ეს ფაქტია.
ჩვენები დაიბევა კი წამოვალო .ამ დროს უკეთეს ჩალიჩობდა.ნახა წავიდა. ხელოვნურზე თამშს ჯობია მინდორზე ითამაშებს.ისე მამენტ ჩვენია თორემ რატომ უნდა წამოხვიდე საქართველოში.ჩვენ გვიყვარს ჩვენია მაგრამ იტალიდან ჩვენთამ რავიცი.
ქართველიშვილი
10:01 07-01-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული