სალაჰი ზედიზედ მეორედ დაასახელეს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად

AutoSharing Option
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ "ლივერპულის" ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი ზედიზედ მეორედ აღიარა აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად.

მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი, სენეგალელი ლეგიონერი სადიო მანე გავიდა, ხოლო მესამეზე გაბონელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი).

აფრიკის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად "რეალიდან" "დორტმუნდში" განათხოვრებული 20 წლის მაროკოელი მცველი აშრაფ ჰაკიმი დაასახელეს.

აგრეთვე დასახელდა 2019 წლის სიმბოლური ნაკრები.

მეკარე: დენის ონიანგო (მამელოდი სანდაუნზი, კოტ დ'იუვარი)

მცველები: სერჟ ორე (ტოტენჰემი, კოტ დ'იუვარი), მეჰდი ბენატია (იუვენტუსი, მაროკო), ერიკ ბაიი (მანჩესტერი, კოტ დ'იუვარი), კალიდუ კულიბალი (ნაპოლი, სენეგალი)

ნახევარმცველები: ნაბი კეიტა (ლივერპული, გვინეა),
ტომას პარტი (ატლეტიკო, განა), რიად მარეზი (მანჩესტერ სიტი, ალჟირი)

თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (ლივერპული, ეგვიპტე), სადიო მანე (ლივერპული, სენეგალი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული