"შახტარის" ცენტრალური მცველი იაროსლავ რაკიცკი "ზენიტში" გააგრძელებს კარიერას.
ფეხბურთელმა "ზენიტთან" კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა - მას 3.5-სეზონიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ და წლიურ გასამრჯელოდ 2.5 მილიონ ევროს დაუნიშნავენ.
ახლა მოლაპარაკება კლუბებს შორის მიმდინარეობს. "ზენიტი" მზადაა ტრანსფერში 8 მილიონი გადაიხადოს, "შახტარი" კი 10 მილიონს ითხოვს.
29 წლის რაკიცკი "შახტარში" 2003 წლიდან თამაშობს და 325 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მან უკრაინის ნაკრებში 54 შეხვედრაში 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
იაროსლავს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ეროვნულ გუნდში თამაშის წინ უკრაინის
ჰიმნს არ მღერის.
კიევის "დინამოსა" და "ზენიტის" ყოფილმა ფეხბურთელმა ოლეგ სალენკომ თქვა, რომ რაკიცკი დიდი ვერაფერი ფეხბურთელია, ხშირად ვერ არჩევს პოზიციას, მაგრამ პიტერულ გუნდს შეიძლება გამოადგეს, რადგან შეტევაში ჩართვა ეხერხება.
დონბასურ გუნდში რაკიცკი ქართველ მცველთან დავით ხოჭოლავასთან ერთად ასპარეზობდა.