კიევის "დინამომ" 18 წლის თავდამსხმელი გიორგი წიტაიშვილი მეორე ესპანურ შეკრებაზე არ წაიყვანა.
წიტაიშვილი რუსლან ნეშერეტთან და დენის პოპოვთან ერთად ახალგზრდულ გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდებიან.
კიევის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე "იუვენტუსთან" მატჩისთვის ემზადება, გიორგი კი გუნდის წამყვანი ფეხბურთელია.
გიორგი უკვე პირველი გუნდის ფეხბურთელად ითვლება და მასზე კლუბის ხელმძღვანელობა დიდ იმედებს ამყარებს.