კილიან მბაპე: ყველაფერი რომ ჩემზე იყოს დამოკიდებული, კარგა ხანია "რეალში" ვიქნებოდი

AutoSharing Option
AS-ის ცნობით, პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კილიან მბაპეს "რეალში" სურს კარიერის გაგრძელება და ამას არც მალავს.

ამის შესახებ მან 14 თებერვალს "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ თქვა.

მაშინ ის "სამეფო კლუბის" თანამშრომელს ისიდრო დიასს გაესაუბრა. დიასმა მას უთხრა, ჩვენთან უნდა გადმოხვიდეო, რაზეც ფეხბურთელმა უპასუხა:"ყველაფერი რომ ჩემზე იყოს დამოკიდებული, კარგა ხანია "რეალში" ვიქნებოდი. მე მადრიდისტა ვარ".

ამ სეზონში მბაპემ 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ი მის ღირებულებას 200 მილიონ ევროდ აფასებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ მიყვარს ეს ტიპი. როგორც ფეხბურთელს არ ვეხები.
გია
11:50 02-02-2019
4
მბაპე რეალში?! კრისწტიანოს დაავიწყებს ხალხს...არავითარი ნეიმარი, თუ ყიდოლებენ, მბაპე უნდა იყიდონ და ათი წელი თავდამსხმელის პრობლემა არ ექნებათ.თან მაფრიდისტაა.
emigranti
01:29 02-02-2019
3

სიახლეები პოპულარული