AS-ის ცნობით, პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კილიან მბაპეს "რეალში" სურს კარიერის გაგრძელება და ამას არც მალავს.
ამის შესახებ მან 14 თებერვალს "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ თქვა.
მაშინ ის "სამეფო კლუბის" თანამშრომელს ისიდრო დიასს გაესაუბრა. დიასმა მას უთხრა, ჩვენთან უნდა გადმოხვიდეო, რაზეც ფეხბურთელმა უპასუხა:"ყველაფერი რომ ჩემზე იყოს დამოკიდებული, კარგა ხანია "რეალში" ვიქნებოდი. მე მადრიდისტა ვარ".
ამ სეზონში მბაპემ 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ი მის ღირებულებას 200 მილიონ ევროდ აფასებს.