ემელიანო სალას დაკარგული თვითმფრინავი იპოვეს

AutoSharing Option
Sky-ს ცნობით, დაკარგული თვითმფრინავი Piper PA-47 Malibu, რომელშიც "კარდიფის" თავდამსხმელი ემილიანო სალა იმყოფებოდა, იპოვეს. ამის შესახებ უკვე შეატყობინეს სალასა და პილოტის, დევიდ აიბოტოსონის ოჯახებს.

თვითმფრინავის ნაწილები კუნძულ გერნსის მახლობლად ლა მანშის ფსკერზე აღმოაჩინეს. ჯერ უცნობია, აღმოაჩინეს თუ არა სალასა და აიბოტოსონის სხეულები.

წყალქვეშა ძებნითი სამუშაოები 3 თებერვალს დაიწყო.

კერძო ოპერაცია დაფინანსებულია შემოწირულობებით და უკვე შეგროვებულია 300 ათასი ევრო.

სალა "კარდიფში" გადავიდა, საფრანგეთში კი "ნანტის" ფეხბურთელებთან დასამშვიდობებლად ჩავიდა და ინგლისში დაბრუნებისას თვითმფრინავი დაიკაგრა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული