მყვინთავები ემილიანო სალას თვითმფრინავიდან სხეულის გამოტანას ძლიერი დინების გამო ვერ ახერხებენ

AutoSharing Option
საავიაციო შემთხვევევის გამოძიების განყოფილებამ (AAIB) დაადასტურა, რომ ერთმოტორიანი თვითმფრინავიდან სხეულის გამოტანას ცდილობენ, რომელშიც "კარდიფის" თავდამსხმელი ემილიანო სალა იმყოფებოდა.

თვითმფრინავის ნაწილები ლა მანშის სრუტეში კუნძულ გენრსის მახლობლად 63 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.

როგორც იტყობინებიან, სხეულის გამოტანაში მყვინთავებს ძლიერი წყალქვეშა დინება უშლის ხელს.

"ძლიერი დინების გამო დისტანციური მართვის აპარატს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ვიყენებთ. ამიტომ სამუშაო ნელა მიმდინარეობს. შედეგების მიუხედავად, ახალ განცხადებებს ოჯახის საქმის კურსში ჩაყენებამდე არ გავაკეთებთ", - აცხადებს AAIB-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული