გარეთ ბეილი: ზინედინ ზიდანს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ არ დავლაპარაკებივარ - ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი

AutoSharing Option
"რეალის" თავდამსხმელმა გარეთ ბეილმა გუნდის ყოფილ მწვრთნელთან, ზინედინ ზიდანთან ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელმაც "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა.

იმ შეხვედრაში უელსელი 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და დუბლი შეასრულა.

"ზიდანს ამაზე ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მას შემდეგ საერთოდ არ დავლაპარაკებივარ. კარგი ურთიერთობა გვქონდა. ვერ ვიტყვი, რომ მეგობრები ვიყავით, ეს უბრალოდ ნორმალური, პროფესიონალური ურთიერთობა იყო.

ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, სასტარტოში რომ არ დამაყენა. ტრავმის მორჩენის შემდეგ, დეკემბერში დავბრუნდი და კარგად ვთამაშობდი. ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გავიტანე და ძირითადში დაყენებას ვიმსახურებდი.

ვგრძნობდი, რაღაც უნდა დამემტკიცებინა. მინდოდა ეს საკუთარი თავისთვის და გუნდისთვის გამეკეთებინა, - განუცხადა ბეილმა FourFourTwo-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული