შოკი - არდა თურანი შესაძლოა ციხეში 12.5 წლით ჩასვან

AutoSharing Option
თურქი ფეხბურთელი არდა თურანი შესაძლოა ციხეში 12.5 წლით ჩასვან. ზუსტად ამდენი მოითხოვა პროკურორმა თურანისთვის.

გასულ წელს თურანმა მომღერალ ბერკაია სახინს სცემა, მანამდე კი მის ცოლს აწუხებდა. სახინის ცემის შემდეგ ის მასთან საავადმყოფოში იარაღით მივიდა და მომღერალს შესთავაზა, რომ პატიების ნიშნად თავს მოიკლავდა.

თურანს რამდენიმე ბრალდება აქვს, რომელიც სექსუალურ შევიწროებასა და იარაღის ლიცენზიის გარეშე ტარებასაც მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ თურანის სატრანსფერო უფლებები ჯერ კიდევ "ბარსელონას" ეკუთვნის. გასული წლის იანვარში ის 2.5 წლით თურქულ "ისტანბულში" იჯარით გაუშვეს. მიმდინარე სეზონში 32 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ
8 მატჩი ჩაატარა. მანამდე მან 16-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა - გასულ წლის მაისში მსაჯს ხელი ჰკრა.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული