ემილიანო სალას თვითმფრინავიდან ცხედრის ამოყვანა მოხერხდა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილ თვითმფრინავის ნაწილში ადამიანის სხეული იპოვეს, თუმცა მის ამოყვანას ძლიერი წყალქვეშა დინების გამო ვერ ახერხებდნენ.

საავიაციო შემთხვევების გამოძიების ბიუროს ცნობით, შესაბამისმა სამსახურებმა თვითმფრინავიდან ცხედრის ამოყვანა მოახერხეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვის ეკუთვნის სხეული - ემილიანო სალას თუ პილოტ დევიდ იბოტსონს.

არგენტინელი ფეხბურთელი და მისი პილოტი 21 იანვარს გაუჩინარდნენ. მათი მცირე ზომის თვითმფრინავი საფრანგეთიდან უელსში მიფრინავდა.

ემილიანო სალა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ნანტიდან" "კარდიფში", პრემიერლიგის კლუბისთვის სარეკორდო ფასად - 17 მილიონ ევროდ გა
დავიდა.

altემილიანო სალას სხეული ჯერ არ აღმოუჩენიათ და "ნანტი" უკვე 15 მილიონს ითხოვს

altსალას მეგობარი: აგენტმა ის აიძულა, თვითმფრინავში ჩამჯდარიყო

alt"კარდიფის" მწვრთნელმა ემილიანო სალას მხარდაჭერისთვის გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და ატირდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული