დაკრძალვის ცერემონიალს უამრავი ადამიანი დაესწრო, მათ შორის "კარდიფის" დირექტორი კენ ჩუ და მწვრთნელი ნილ ვორნოკი.
28 წლის თავდამსხმელის თვითმფრინავი 21 იანვარს გაუჩინარდა, როდესაც ის ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა, მასთან ერთად ბორტზე პილოტი დევიდ იბოტსონი იმყოფებოდა, თუმცა მისი ცხედარი ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ.
სალას ცხედარი 4 თებერვალს 67 მეტრის სიღრმეში წყლის ქვეშ თვითმფრინავის ნაგლეჯში აღმოაჩინეს.
ემილიანო სალამ თავი "ნანტში" თამაშით გაითქვა, 2019 წლის 19 იანვარს ის "კარდიფის" მოთამაშე რეკორდულ ფასად გახდა,