"ფეიენოორდის" მცველმა თავის მეკარეს მეხუთე გოლი გაუტანა

AutoSharing Option
"ფეიენოორდის" 24 წლის მცველს სვენ ვან ბეკს თავის კარში გოლების გატანა ეხერხება.

დღეს, ჰოლანდიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "გრონინგენმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა "ფეიენოორდი" და ეს ერთადერთი გოლი საკუთარ კარში ვან ბეკმა გაიტანა.

ვან ბეკმა თავის მეკარეს კენეტ ვერმეერს კარიერაში მეხუთე გოლი გაუტანა. ცნობისათვის, ამდენი გოლი მისთვის არავის არ გაუტანია - ოთხ-ოთხჯერ ვერმეერის კარი ლიუკ დე იონგმა (პსვ), როი ბერენსმა (ვიტესი), ედუარდ დიუპლანმა (სპარტა) და ალფრედ ფინბოგასონმა (აუგსბურგი) დალაშქრეს.

ისე, ვან ბეკს მთლიანობაში ნიდერლანდების პირველობის 106 მატჩი 6 ავტოგოლი აქვს გატანილი
და მან "სპარტასა" და "ვენლოს" ყოფილი მცველის მირილიას ანტირეკორდი გაიმეორა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთ თამაშში ორი ავტოგოლი თუ აქვს ვინმეს გატანილი?:)))
emigranti
19:07 18-02-2019
1
ვიდეო მიმოხილვას ვუყურე დასაწყისშიც ცადა გატანა მაგრამ მეკარემ არ გაატანინა ;დდდ
Bacho
23:14 17-02-2019
0

სიახლეები პოპულარული