ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ თავდამსხმელები ლეო მესი, რონალდო და ანტუან გრიზმანი დაახასიათა.
"მესი ფეხბურთელი არაა, ის გენიოსია, ერთადერთი გენიოსია მსოფლიოს ფეხბურთში. მსოფლიოს ჩემპიონი იმიტომ ვერ გახდა, რომ არ შეიძლება ეს ტურნირი მარტომ მოიგო.
რონალდომ "იუვენტუსში" სხვა ფეხბურთელები გამოაღვიძა და მათ თამაშის გაუმჯობესებაში დაეხმარა. ეს ამ გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რადგან კრიშტიანო სხვებისთვის სამაგალითოა. აშკარაა, ძალიან უნდა "იუვენტუსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგოს.
გრიზმანი ძალიან ჭკვიანი და საინტერესო ფეხბურთელია. ძალიან სახიფათოა, ვინაიდან გუნდზე ბევრს მუშაობს და გოლები გააქვს. "ატლეტიკოს" გაუმართლა, რომ მისი შენრჩუნება
მოახერხა", - განუცხადა კაპელომ "მარკას".