"ჩელსიში" იტალიელი მწვრთნელის მაურისიო სარის დღეები დათვლილია. "არისტოკრატებს" მასთან კონტრაქტის გაწყვეტა 5 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.
სარის ურთიერთობა გაუფუჭდა ფეხბურთელებთან. მცველმა ანტონიო რიუდიგერმა ის ცუდ მასწავლებელს შეადარა, რომელიც ერთი და იგივეს ლაპარაკობს, მისი არ ესმით და იძულებულნი არიან მაინც მოუსმინონ.
"რეპუბლიკა" კი იუწყება, რომ სარის "რომა" ეპატიჟება, ამ კლუბის პრეზიდენტის ჯეიმს პალოტას მრჩეველი ფრანკო ბალდინი ორჯერ დაუკავშირდა და შემდეგ ლონდონში შეხვდა.
ბალდინიმ სარის ზაფხულში გუნდის ჩაბარება შესთავაზა.