მაურისიო სარი: არ ვიცი, მოთამაშეები ისევ ჩემ გვერდით არიან თუ არა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" ცუდად ასპარეზობას განაგრძობს. მაურისიო სარის შეგირდებმა ამჯერად FA თასზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" დათმეს (0:2) და გათამაშებას გამოეთიშნენ.

მატჩის შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ არ იცის, რამდენად დგას გუნდი მის გვერდით.

"ზუსტად არ ვიცი, მოთამაშეები ისევ ჩემ გვერდით არიან თუ არა, თუმცა მგონია, რომ გვერდით მიდგანან. მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ეს მთავარი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში და შედეგების მიღებაა. ვფიქრობ, რომ უბრალოდ არ გაგვიმართლა. პირველ ტაიმში მეტოქეზე უკეთ ვითამაშეთ, თუმცა ორი გოლი გავუშვით. მეტი აგრესია და მონდომება
უნდა გამოვიჩინოთ", - განაცხადა სარიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის შემცვლელად ზინედინ ზიდანი განიხილება.

alt"მანჩესტერმა" "ჩელსი" თასიდან გამოაგდო - მაურისიო სარის უეჭველი მოხსნიან [VIDEO]

alt200 მილიონი, ედენ აზარი - ზინედინ ზიდანის მოთხოვნები ლონდონის "ჩელსის"

მკითხველის კომენტარები / 1 /
გვერდში არა ფერდში, ფეხბურთელები არ გივარგა, აზარს არ ეხება, ისე რო წახვიდე ჯობია მარა წახვალ?
ზაზა
19:20 20-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული