რომელუ ლუკაკუს "იუვენტუსში" უნდა გადასვლა

AutoSharing Option
თუ თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს ზაფხულში "მანჩესტერის" დატოვება მოუწია, "იუვენტუსში" გააგრძელებს კარიერას.

"მანიუს" მენეჯერად ოლე-გუნარ სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ, მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა.

ლუკაკუს აგრეთვე "ინტერიც" ეპატიჟება, რომელმაც შეიძლება ფორვარდი მაურო იკარდი ვერ შეინარჩუნოს, თუმცა თავად "იუვეში" სურს გადაბარგება, რადგან რონალდოს დიდი გულშემატკივარია.

ლუკაკუ ბელგიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია - 79 მატჩში 45 გოლი გაიტანა. ის ადრე "ანდერლეხტში", "ჩელსიში", "ვესტ ბრომვიჩში" და "ევერტონში" თამაშობდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მობრძანდით ბატონო რომელუ!
შეტევა
08:35 04-03-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული