"ტოტენჰემის" ხელმძღვანელობა ეჭვობს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს მისი მენეჯერი მაურისიო პოჩეტინო დატოვებს და მუშაობას "რეალში" გააგრძელებს.
"სანის" ცნობით, არგენტინელს მობეზრდა მუდმივი კრიტიკა იმის გამო, რომ რაც 2014 წლიდან "დეზებს" ჩაუდგა სათავეში, ვერაფერი მოიგეს. მან განაცხადა, რომ ამისათვის ფული სჭირდება, რათა შემადგენლობა გააძლიეროს.
გამოცემის მტკიცებით, კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, პოჩეტინოს 47 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს და "ბლანკოსი" მზადაა, ეს თანხა დაუფაროს.
28 ტურის შემდეგ "ტოტენჰემი" პრემიერლიგაში მე-3 ადგილზეა და ლიდერ "ლივერპულს" 9 ქულით ჩამორჩება.