თურქეთის მესამე დივიზიონში უცნაური ამბავი მოხდა.
"ამედსპორისა" და "საკარიასპორის" მატჩისას მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელმა მანსურ ჩალარმა მოედანზე შეუმჩნევლად საპარსი შეიტანა.
თამაშისას მომხდარი შეხლა-შემოხლისას მან მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს რამდენიმეჯერ მიაყენა ჭრილობა, ერთ-ერთ მათგანს კი კისერი დაუსერა.
ამ შეხვედრისას გულშემატკივრებმა არაერთხელ იჩხუბეს. "ამედსპორი" დიარბაკირის გუნდია, სადაც ქურთები ცხოვრობენ და თურქებთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ.