"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ გუნდში პსჟ-ს თავდამსხმელ ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე დასმულ კითხვაზე გასცა პასუხი.
"არც ჰოს ვიტყვი და არც არას. ნეიმარის ტრანსფერის ფული გუნდის გაძლიერებას მოვახმარეთ. დემბელე და კოუტინიო შევიძინეთ.
ჩემთვის დემბელე ნეიმარზე უკეთესია. ის "ბარსასთვისაც" უკეთესია. გვიხარია, რომ ჩვენთანაა", - განაცხადა ბარტომუემ SER Catalunya-ს ეთერში.