ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში ბრუნდება. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ვენესუელასა და მაროკოსთან გასამართ ამხანაგურ მატჩებში გამოძახებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.
მეკარეები: აგუსტინ მარკესინი ("ამერიკა"), ხუან მუსო ("უდინეზე"), ესტებან ანდრადა ("ბოკა ხუნიორსი"), ფრანკო არმანი ("რივერ პლეიტი").
მცველები: ჰერმან პეცელია ("ფიორენტინა"), გაბრიელ მერკადო ("სევილია"), ხუან ფოიტი ("ტოტენჰემი"), ნიკოლას ოტამენდი ("მანჩესტერ სიტი"), ვალტერ კანემანი ("გრემიო"), ნიკოლას ტალიაფიკო ("აიაქსი"), მარკოს აკუნია ("სპორტინგი"), გონსალო მონტიელი ("რივერ პლეიტი"), რენცო არავია ("რასინგი"), ლისანდრო მარტინესი ("დეფენსა ი ხუსტიცია").
ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი (პსჟ), გუიდო როდრიგესი ("ამერიკა"), ჯიოვანი
ლო ჩელსო ("ბეტისი"), მანუელ ლანსინი ("ვესტ ჰემი"), რობერტო პერეირა ("უოტფორდი"), ანხელ დი მარია (პსჟ), მატიას ზარაჩო ("რასინგი"), ივან მარკონე ("ბოკა ხუნიორსი"), დომინგო ბლანკო ("დეფენსა ი ხუსტიცია"), როდრიგო დე პაული ("უდინეზე").
თავდამსხმელები: ლიონელ მესი ("ბარსელონა"), გონსალო მარტინესი ("ატლანტა იუნაიტედი"), პაულო დიბალა ("იუვენტუსი"), ანხელ კორეა ("ატლეტიკო"), ლაუტარო მარტინესი ("ინტერი"), დარიო ბენედეტო ("ბოკა ხუნიორსი"), მატიას სუარესი ("რივერ პლეიტი").
აღსანიშნავია, რომ ნაკრებს მიღმა აღმოჩნდნენ "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი სერხიო აგუერო, "ჩელსის" ფორვარდი გონსალო იგუაინი და "ინტერის" ბომბარდირი მაურო იკარდი.
არგენტინის ნაკრები ვენესუელას 22 მარტს, მაროკოს კი 26 მარტს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის ნაკრებში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში საფრანგეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ არ უთამაშია.
5 "ოქროს ბურთის" მფლობელის ნაკრებში დაბრუნებას არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალური ვიდეოც მიუძღვნა.
ეს რა მოთხოვნებია?! ლიონელ მესი ბრუნდება, არგენტინა კი მაროკოს პირობებს უყენებს
მესის დასაბრუნებლად არგენტინის ნაკრებს "კამპ ნოუზე" უნდა თამაში
მესიმ მადრიდში ტაპიასთან და სკალონისთან არგენტინის ნაკრებში დაბრუნება განიხილა