საოცარი ისტორია - ფეხბურთელმა სიმსივნე ორჯერ დაამარცხა და გუნდი გავარდნისგან იხსნა

AutoSharing Option
ჯო ტომპსონის სახელი ინგლისის ფარგლებს მიღმა ძალიან ცოტა ადამიანისთვის თუ იქნება ცნობილი, თუმცა ამ სპორტსმენმა გასულ სეზონში ნამდვილი გმირობა ჩაიდინა.

ინგლისური საფეხბურთო კლუბის, "როჩდეილის" აღზრდილი გამოჩენილი ფეხბურთელი ვერ გახდა, ის ძირითადად ქვედა დივიზიონებში თამაშობდა. 2013 წელს, საფეხბურთო კლუბ "ტრანმერში" თამაშისას კი მას ხოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს.

6-თვიანი ქიმიოთერაპიის შემდეგ, როდესაც მისი სხეული თითქმის სრულიად გამოფიტული იყო, სპორტსმენმა მაინც შეძლო უკანასკნელი ძალების მოკრება იმისთვის, რომ თამაშს დაბრუნებოდა და "ბერისთან" კონტრაქტი გააფორმა. რამდენიმე კლუბის მოვლის შემდეგ ის კვლავ "როჩდეილში" აღმოჩნდა. თუმცა მაშინვე,
სწორედ 2017 წლის მარტში მისი სიმსივნეც უკან დაბრუნდა.

ფეხბურთელს წინ მკურნალობის ხანგრძლივი და დამღლელი პროცესი კვლავ ელოდა. კარიერის დასრულების შესახებ ფიქრები ამის შემდეგ მასთან სულ უფრო ხშირად მიდიოდა. მაგრამ ჯოს არ სურდა, რომ ყველაფერი ასე დასრულებულიყო.

Sportall.Ge

სურვილი აისრულა, მოედანზე კიდევ ერთხელ დაბრუნდა და თავის კარიერას ხმაურიანი წერტილიც დაუსვა - 2017-18 წლების სეზონის უკანასკნელი მატჩის დროს, "როჩდეილი" "ჩარლსტონს" ხვდებოდა და მხოლოდ მოგება აწყობდა იმისთვის, რომ დივიზიონში ადგილი შეენარჩუნებინა. ეს გამარჯვება კლუბს სწორედ ტომპსონმა მოუტანა, რომელიც მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე.

Sportall.Ge

ის არა მხოლოდ თავისი ქალაქის, არამედ მთელი ინგლისის გმირი გახდა.

მიუხედავად ამისა, ეს კარიერის გაგრძელების მიზეზი არ გამხდარა. ჯოს ესმოდა, რომ მისი სხეული საკმაოდ გამოფიტული იყო და დასვენება ესაჭიროებოდა. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ცნობილი მატჩის შემდეგ მან კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

"მე უბრალოდ ვერ ვეწეოდი ჩემს კოლეგებს აღდგენის კუთხით. ყოველი თამაშის შემდეგ 3-4-დღიანი დასვენება მესაჭიროებოდა, რის უფლებასაც პროფესიონალი ფეხბურთელი საკუთარ თავს ვერ მისცემს", - განმარტა ტომპსონმა.

მოთამაშეს უკვე ჰქონდა გეგმები, რომელთა განხორციელებასაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ შეუდგებოდა.

მრავალი ცხოვრებისეული გამოცდის გავლის შემდეგ ჯომ იმ ადამიანების დახმარება გადაწყვიტა, ვისაც მხარდაჭერა სჭირდებოდა. ის დღესაც მუდამ აწყობს საჯარო გამოსვლებს, ცოტა ხნის წინ კი საზოგადოებამ მისი წიგნიც იხილა - "წყვდიადი და სინათლე", რომელიც სიმსივნესთან ბრძოლას ეხება.

Sportall.Ge

"კარიერის დასრულებას არ ვნანობ, კმაყოფილიც კი ვარ იმით, თუ როგორ დასრულდა ის, - განაცხადა ფეხბურთელმა. - ცხოვრება უკვე ორჯერ ეცადა, გადაწყვეტილება ჩემ ნაცვლად მიეღო, მაგრამ მე გარემო პირობებზე ძლიერი აღმოვჩნდი".

ახლა სპორტსმენი ცდილობს, უფრო მეტი ყურადღება ოჯახს - ცოლსა და შვილს დაუთმოს, თუმცა, პარალელურად, მას სულ უფრო ხშირად იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსასვლელად.

ზოგჯერ ის "როჩდეილის" თამაშებისას კომენტატორის ფუნქციასაც ასრულებს. ამასთანავე, მთის ველოსიპედის ყიდვას გეგმავს, რომ როგორმე ადრენალინის მიღების გაუნელებელი წყურვილი დაიოკოს.

ავტორი: სალომე აბულაშვილი
მომზადებულია ua-football-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული