კაპელო: რონალდომ საკუთარი თავი ჩემპიონად აქცია, მაგრამ არა გენიოსად

AutoSharing Option
ყოფილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ "იუვენტუსის" ფორვარდის, კრიშტიანო რონალდოსა და "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის თამაში შეაფასა.

"რონალდო გამორჩეული ფეხბურთელია, მესი კი გენიოსია. ფეხბურთში სამი გენიოსი არსებობს: პელე, მარადონა და მესი. რონალდო ძალიან ძლიერია, ვინაიდან გუნდს ყველაფრის მოგებაში ეხმარება, მაგრამ მესი გენიოსია.

როდესაც მესი პირველად დავინახე, ის 16 წლის იყო და მისმა თამაშმა გამაოცა. ის აკეთებდა ყველაფერს, რასაც ახლა აკეთებს, ოღონდ 20 წლით უფრო ახალგაზრდა იყო, იმიტომ, რომ გენიოსად დაიბადა.

რონალდომ საკუთარი თავი ჩემპიონად აქცია, მაგრამ არა გენიოსად", - განაცხადა კაპელომ.

მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 13 /
სტატისტიკით თითქოს ორივეს მსგავსი მიღწევები აქვს და რთულია გადაწყვიტო რომელია უფრო მაგარი. ემოციების და გემოვნების საკითხი ხდება, მაგრამ არსებობს სხვა სასუალება ამის დასადგენად: მესის ხშირად ადარებენ მარადონას და ძალიან ბევრი დიეგოს და პელეს გვერდით აყენებს თავისი გენიალური ტალანტიდან გამომდინარე. კრისტიანო რონლდო დიდია მაგრამ ჯერ არ მსმენია ვინმე ცნობილ ექსპერტს აზრად მოსვლოდეს მისი მარადონას და პელეს დონეზე დაყენება
რატომ ჯობია მესი რონალდოს?
23 მაისი 2019 06:29
0
ეტყობა მსოფლიო ჩემპიონატებზე და ჩ.ლ-ზე ნესის გენიოსობა სახლში რჩება ხოლმე.არიფებთან მართლა გენიოსია.
ვა რა დონეა
15 მარტი 2019 17:45
10
რაც არუნდა ბევრი ვილაპარაკოთ ორივე დიდი ფეხბურთელია,ამათზე იტყვიან:ერთმანეთზე უკეთესები არიანო,მორჩა და გათავდა.
თერჯოლელი
15 მარტი 2019 11:45
1
ორივე რომ გუნდში გყავდეს რა სანახაობა იქნებოდა მესი რა პასებს გაუკეთებდა. კრისტიანო ისე იხსნება ყველა პასი მასზე უნდა კეთდებოდეს. ჩემი აზრით მესი უფრო დიდია არამარტო კრისტიანოზე. მესიმ თავისი სტილი შეინარჩუნა, კრისტიანო მანჩესტერში სულ სხვა იყო, ახლა გოლების მანქანაა მე ადრინდელი მერჩივნა.
gio
14 მარტი 2019 22:07
2
სანამ გერმანიის ნაკრები იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე მესი ვერასოდეს გახდება ჩემპიონი!!!
Musenbezi
14 მარტი 2019 19:58
24
რომელი გერმანია სამხრეთ კორეამ რომ გამოაგდო ? :DDდ
argentina
15 მარტი 2019 18:17
0
ნაკრებში უშედეგოა,ამიტომ გენიოსად ვერ ჩავთვლი,პელე და მარადონა იმიტომ იყვნენ გენიოსები,რომ ნაკრების გამარჯვებაში მათი წილი 70 პროცენტზე მეტი იყო,ხოლო მარადონამ არგენტინას 1986 წელს მარტომ მოაგებინა მსოფლიო ჩემპიონობა,მესიმ კი ეს ვერ შეძლო და მგონია,რომ აწიც ვერ შეძლებს,თითქოს ნაკრებში შებორკილი ყავს რაღაც ძალას,ასე რომ რონალდო მესიზე ნაკლები არაა,თანაც როლანდომ ნაკრებს ევროპა მოაგებინა,ამ კუთხით კი როლანდო მესიზე დიდია
ზასტაველი
14 მარტი 2019 19:21
24
ესეა, რათ უნდა ამას ბაზარი. ლეოსნაირი ფეხბურთელი დაიბადება კი?
კობა
14 მარტი 2019 18:04
8
ორივე უდიდესი ფეხბურთელია ამაზე ორი აზრი არ არის. მესი უფრო შემოქმედია და მისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე უფრო ლამაზი სანახავია მისი თამაში, თან ბარსაში თამაშობს რომელიც ყველა კლუბისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. რონალდო ფაქტიურად უნაკლოა, დარტყმა, მოტყუება, პასი, თავით თამაში, ძალიან ბევრი პლიუსი აქვს. მე ორივე უძლიერეს ფეხბურთელად მიმაჩნია. გემოვნების საკითხია ვის ვინ უფრო მოწონს.
zaza
14 მარტი 2019 17:59
2
კახა ან 12 წლის ბავშვი ხარ, ან ტელევიზორი არ გაქვს ან ფეხბურთი ისე გესმის როგორც მე ჩინური :))
superman
15 მარტი 2019 17:30
1
რონალდოს მოტყუება ან პასი გინახავს? დრიბლინგი და პასი, მოედნის ხედვა აქვს მესის. რონალდო არის საჯარიმოს ფეხბურთელი. ბურთი უნდა მიუთრიო საჯარიმომდე. ეს ბოლო 3 გოლი მისი რა იყო? თავზე დაასვეს ორი. და მესამე პენალტი. ეს მესიმ ათრია ლიონის დაცვა და ნახევარდაცვა.
კახა
14 მარტი 2019 20:16
16
ზუსტი შეფასებაა
გულშემატკივარი
14 მარტი 2019 17:50
1
გენიოსი იმიტომ არის გენიოსი, რომ გენიოსია ! - ფაბიო ჯაჭვლიანი
semi
14 მარტი 2019 17:49
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული