"ინტერის" ყოფილმა მცველმა ესტებან კამბიასომ Sky Sport Italia-ს განუცხადა, რომ "იუვენტუსისთვის" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ყველაზე სასურველი მეტოქე "აიაქსი" ან "პორტუ" იქნება. მან აგრეთვე რონალდოსა და მესის მოტივაციაზე ისაუბრა.
"პორტუ" და "აიაქსი" იუვენტუსისთვის ყველაზე სასურველი მოწინააღმდეგეები იქნებიან. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგიდან "რეალი" გამოაგდო. "მანჩესტერ სიტი" და "ბარსელონა" უფრო რთული მეტოქეები არიან.
რონალდოს თამაშის შემდეგ მესი მაქსიმალურად მოტივირებული იყო. ისინი მოტივაციას სძენენ ერთმანეთს. რომელია უკეთესი? ვფიქრობ, მათ შორის მინიმალური განსხვავებაა. ისინი დონით სხვებს გაცილებით აღემატებიან".