ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მადრიდის "რეალის" ბაზაზე ივარჯიშა

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებს შეუერთდა, რომელიც 22 მარტს ვენესუელასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

31 წლის ვარსკვლავი ეროვნული გუნდის რიგებში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ არ გამოჩენილა.

აღსანიშნავია, რომ არგენტინის ნაკრებმა მადრიდის "რეალის" საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა, ამხანაგურ მატჩს კი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გამართავს.

ამის შემდეგ კი, 26 მარტს მაროკოს ესტუმრება, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

altპლუს მესი, მინუს აგუერო და იგუაინი - არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 16 /
ელემენტარული სტატისტიკა რონალდუს 30 ბურთით მეტი აქვს გატანილი ნაკრებში ვიდრე მესის,თან საშუალო ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ პორტუგალიასთან ერთად ევროპა მოიგო საფრანგეთში.ფინალი ვერ ითამაშა მაგრამ ისეთი განწყობა შექმნა,ისეთი აურა რაც ძალიან მაგრა ეხერხება,რომ სასწაული მოახდინეს.მოკლედ ორივეს გაუმარჯოს მაგრამ კრიშო უფრო მაგარი კაცია.
ამაშია საქმე
17:22 20-03-2019
3
მესი არგენტინის ნაკრებში იმიტომ ვერ თამაშობს რომ გვერდით 150 მილიონიანი ფეხბურთელები არა ყავს.მესი რომ გენიოსი იყოს რატომ დახარჯავდა ბარსა ყოველ წელს ამდენ ფულს.გამოდის ბარსაში გენიოსია ნაკრებში არაგენიოსი.სასაცილოა ზოგიერთი დარტყმული უცხოპლანეტელსაც უწოდებს.რა თქმა უნდა მაგარია მაგრამ პრინციპულ თამაშებს როცა ჩაკეტილი ფეხბურთი მიდის იქ უჭირს.ეს კი ყველაზე მთავარია.
ჩემი აზრით
17:07 20-03-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული