პლუს მესი, მინუს აგუერო და იგუაინი - არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში ბრუნდება. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ვენესუელასა და მაროკოსთან გასამართ ამხანაგურ მატჩებში გამოძახებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა.

მეკარეები: აგუსტინ მარკესინი ("ამერიკა"), ხუან მუსო ("უდინეზე"), ესტებან ანდრადა ("ბოკა ხუნიორსი"), ფრანკო არმანი ("რივერ პლეიტი").

მცველები: ჰერმან პეცელია ("ფიორენტინა"), გაბრიელ მერკადო ("სევილია"), ხუან ფოიტი ("ტოტენჰემი"), ნიკოლას ოტამენდი ("მანჩესტერ სიტი"), ვალტერ კანემანი ("გრემიო"), ნიკოლას ტალიაფიკო ("აიაქსი"), მარკოს აკუნია ("სპორტინგი"), გონსალო მონტიელი ("რივერ პლეიტი"), რენცო არავია ("რასინგი"), ლისანდრო მარტინესი ("დეფენსა ი ხუსტიცია").

ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი (პსჟ), გუიდო როდრიგესი ("ამერიკა"), ჯიოვანი
ლო ჩელსო ("ბეტისი"), მანუელ ლანსინი ("ვესტ ჰემი"), რობერტო პერეირა ("უოტფორდი"), ანხელ დი მარია (პსჟ), მატიას ზარაჩო ("რასინგი"), ივან მარკონე ("ბოკა ხუნიორსი"), დომინგო ბლანკო ("დეფენსა ი ხუსტიცია"), როდრიგო დე პაული ("უდინეზე").

თავდამსხმელები: ლიონელ მესი ("ბარსელონა"), გონსალო მარტინესი ("ატლანტა იუნაიტედი"), პაულო დიბალა ("იუვენტუსი"), ანხელ კორეა ("ატლეტიკო"), ლაუტარო მარტინესი ("ინტერი"), დარიო ბენედეტო ("ბოკა ხუნიორსი"), მატიას სუარესი ("რივერ პლეიტი").


Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ნაკრებს მიღმა აღმოჩნდნენ "მანჩესტერ სიტის" ფორვარდი სერხიო აგუერო, "ჩელსის" ფორვარდი გონსალო იგუაინი და "ინტერის" ბომბარდირი მაურო იკარდი.

არგენტინის ნაკრები ვენესუელას 22 მარტს, მაროკოს კი 26 მარტს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის ნაკრებში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში საფრანგეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ არ უთამაშია.

5 "ოქროს ბურთის" მფლობელის ნაკრებში დაბრუნებას არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალური ვიდეოც მიუძღვნა.

altეს რა მოთხოვნებია?! ლიონელ მესი ბრუნდება, არგენტინა კი მაროკოს პირობებს უყენებს

altმესის დასაბრუნებლად არგენტინის ნაკრებს "კამპ ნოუზე" უნდა თამაში

altმესიმ მადრიდში ტაპიასთან და სკალონისთან არგენტინის ნაკრებში დაბრუნება განიხილა




მკითხველის კომენტარები / 9 /
მესი არის ისეთი ადამიანი რომელსაც მწვრთვნელის დანიშვნას უთანხმებენ,მერე შემადგენლობის დაყენებას,ხოლო ბოლო მსოფლიოზე მესის ეკითხებოდა შეცვლა როგორ გაეკეთებინა ეს ხომ ტელევიზირში ვნახეთ.ასე რომ მის ზედმეტად პატივმოყვარეა.
ჩუმჩუმელა
11:17 09-03-2019
4
მარადონა იყო ყველაზე დიდი თაღლითი და არა კეთილსინდისიერი მოთამაშე, ჯერ ხელით გატანილი გოლი გავიხსენოთ რომელზეც თქვა უნამუსოდ ღმერთის ხელი იყოო და ჩუმად ჩაიდო მოგება ჯიბეში, მერე ის რომ დოპინგს იბაბანებდა ცხენის დოზებს რომ ერბინა დოღის ცხენივით, მერე ნაპოლის უღალატა და კიდე ბევრი რამ რაც წვრილმანები იყო და აღარ ითქვა ფართო წრეში აი ეს გახლავთ მარადონას საჩემპიონო დამსახურება, რომ ეთამაშა წესების სრული დაცვით, იქნებოდა თანასწორი ბევრ სხვასთან, მაგრამ მაშინ ბნელოდა და თაღლითმაც არ დააყოვნა.
არგენტინა?
04:41 09-03-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული