იკერ კასილიასი: "პორტუსთან" კონტრაქტს გავაგრძელებ და ალბათ, კარიერას აქვე დავასრულებ

AutoSharing Option
Movistar+-სთან ინტერვიუში "პორტუს" მეკარემ იკერ კასილიასმა თავის მომავალზე ისაუბრა.

"რაც პორტუგალიაში ჩამოვედი, "პორტუს" პრეზიდენტი პინტუ და კოსტა ძალიან კარგად მექცევა. ამ კვირაში კლუბთან კონტრაქტს გავაგრძელებ და აქ 40 წლამდე დავრჩები.

ახლა 37 წლის ვარ, ამდენად შესაძლოა, კარიერა ამ გუნდში დავასრულო".

იკერი "პორტუში" 2015 წელს "რეალიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

მან 16 წლის განმავლობაში "რეალში" 16 ტურნირი მოიგო, მათ შორის სამჯერ ჩემპიონთა ლიგა და ხუთჯერ ლა ლიგა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული