Corriere dello Sport-მა ტოპ-5 ჩემპიონატის ყველაზე ეფექტური ფორვარდი დაასახელა

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემამ, Corriere dello Sport-მა ევროპის ტოპ-5 საუკეთესო ჩემპიონატის თავდამსხმელების ეფექტურობა შეისწავლა.

მოედანზე გატარებულ წუთებთან შეფარდებაში გოლების საუკეთესო მაჩვენებელი დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდს, პაკო ალკასერს აქვს, რომელსაც გოლი ყოველ 62 წუთში ერთხელ გააქვს. სულ ესპანელმა მიმდინარე სეზონში 14 გოლი გაიტანა.

მეორე პოზიციაზეა პსჟ-ის ფეხბურთელი კილიან მბაპე (26 გოლი), რომელსაც გოლი ყოველ 72 წუთში ერთხელ გააქვს.

მესამე ადგილზე "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი იმყოფება (29 გოლი), რომელსაც ერთი გოლის გასატანად საშუალოდ 74 წუთი სჭირდება.

ტოპ-10-ში ასევე მოხვდნენ ედინსონ კავანი (პსჟ, 17 გოლი /
76 წუთში ერთხელ), ნეიმარი (პსჟ, 13/87), არკადიუშ მილიკი ("ნაპოლი", 15/106), ლუკა იოვიჩი ("აინტრახტი", 15/107), სერხიო აგუერო ("მანჩესტერ სიტი", 18/107), ფაბიო კვალიარელა ("სამპდორია", 21/111) და კშიშტოფ პიონტეკი ("მილანი", 19/114).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული