ევროპირველობის შესარჩევი ტურნირის პირველი ტურის მატჩების შემდეგ ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა რუსეთის ნაკრების მწვრთნელს სტანისლავ ჩერჩესოვს მიმართა.
"სტანისლავ სალამოვიჩ, სტანისლავ სალამოვიჩ! უკრაინა ფეხბურთს თამაშობს, ჩვენ - არა", - წერს უტკინი ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რუსეთი ბელგიასთან ბრიუსელში 1:3 დამარცხდა, უკრაინამ კი ლისაბონში პორტუგალიას ფრე (0:0) გაუგორა.