კილიან მბაპე ზინედინ ზიდანს "რეალში" გადასვლაზე დათანხმდა

AutoSharing Option
OK Diario-ს ცნობით, პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე თანახმაა "რეალში" გადავიდეს.

გამოცემა ირწმუნება, რომ "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მბაპეს ესაუბრა და თავის გუნდში გადასვლაზე დაითანხმა.

მბაპე უკვე ელაპარაკა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას და "რეალში" გაყიდვა სთხოვა.

ტრანსფერში შესაძლოა, ხამესი და ისკო ჩართონ. ბლანკოსი კი მბაპეს წლიურ გასამრჯელოდ 40 მილიონ ევროდ პირდება.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რეალი" მზადაა, მბაპეში 280 მილიონი გადაიხადოს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იქნება დროა უკვე მაგრამ არ მგონია ერთი წელი მაინც
აკაკი
12:00 27-03-2019
1

სიახლეები პოპულარული