Tuttomercatoweb-ის ცნობით, "ჩელსის" ნახევარმცველი ედენ აზარი "რეალში" გადაბარგდება.
აზარმა "რეალთან" პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. მას წლიურ გასამრჯელოდ 15 მილიონ ევროს და ბონუსებს დაპირდნენ.
ტრანსფერი კი "სამეფო კლუბს" 90-100 მილიონი დაუჯდება.
მიმდინარე სეზონში ედენმა 39 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ის "ჩელსიმ" 2012 წელს "ლილისგან" 35 მილიონ ად შეიძინა.