"ფრანს ფუტბოლმა" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები დაასახელა

AutoSharing Option
"ფრანს ფუტბოლმა" მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ჰონორარები გამოაქვეყნა.

გაგიკვირდებათ და, ყველაზე მაღალი ხელფასი მწვრთნელებს შორის მადრიდის "ატლეტიკოს" დამრიგებელს, დიეგო სიმეონეს აქვს, რომელიც სეზონში 41 მილიონ ევროს იღებს.

მეორე ადგილზეა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაშვებული ჟოზე მოურინიო. "განსაკუთრებულმა" მიმდინარე სეზონში "ოლდ ტრაფორდზე" 31 მილიონი ევრო გამოიმუშავა. სავარაუდოდ, ამ თანხაში გადაყენების გამო გადახდილი კომპენსაციაც შედის.

მესამე ადგილს "მონაკოში" ორი თვის მანძილზე ნამუშევარი ტიერი ანრი იკავებს. მის შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობამ 25,5 მილიონი ევრო შეადგინა.

მეოთხე ადგილზე "მანჩესტერ სიტის" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლაა (24 მილიონი ევრო), მეხუთეზე
კი - ერნესტო ვალვერდე, რომელსაც კატალონიურ კლუბში ერთ სეზონში 23 მილიონ ევროს უხდიან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული