France Football-მა თავის ოფიციალურ საიტზე ყოველკვირეული ჟურნალის ახალი ნომრის გამოშვება დააანონსა.
გარეკანზე გამოსახულნი არიან თავდამსხმელები - ლეო მესი (ბარსელონა) და რონალდო (იუვენტუსი), რომლებიც ერთმანეთს კოცნიან და მათ მრავალწლიან დაპირისპირებას ფრანგული გამოცემა წერილს მიუძღვნის.
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მათ ორთაბრძოლაზე საკუთარ მოსაზრებას ხრისტო სტოიჩკოვი, ჟან-პიერ პაპენი, ჯეიმი კარაგერი, არიენ რობენი, მარკო ტარდელი და ფილიპ ლამი გამოთქვამენ.
მესიმ და რონალდომ ხუთ-ხუთჯერ მოიპოვეს მსოფლიოს ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო "ოქროს ბურთი".