ფეხბურთის ბნელი ხელოვნება: ხრიკების დახვეწილი პალიტრა

AutoSharing Option
ფეხბურთის წესები მუდამ ვითარდება. ბოლო წლებში შეიცვალა თამაშის დაწყების წესი, ასევე - სასჯელი ბოლო იმედის ჯარიმაზე და ბოლოს, როგორც იქნა, VAR-ის სისტემა დანერგეს.

თუმცა, წესები არც ისეთი ყოვლისშემძლეა, რომ ფეხბურთელების "ოსტატობას" გაუმკლავდეს. ანუ ვგულისხმობთ არა თავად წესების დარღვევას, არამედ უპირატესობის მოპოვების გზების გაფართოებას.

ყველაზე ცნობილი აღწერა ამ მოქმედებებისა შეიძლება იყოს "ბნელი ხელოვნება", თუმცა რა ფორმებს მოიცავს ის? ჩვენ გთავაზობთ მსგავსი ხელოვნების ნიმუშის 10 სახეს.

ტაქტიკური ჯარიმა
გახსოვთ  ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსის მოქმედება, რომელმაც უპირატესობა "რეალის" მხ
არეს გადაწონა?

არა, არა, მაგას არ ვგულისხმობთ. ორი წლით ადრე, სანამ მოჰამედ სალაჰს იპონზე დააგდებდა, სერხიო რამოსმა შეაჩერა მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევი იანიკ კარასკო დამატებით დროში, როცა ანგარიში 1:1 იყო. კარასკოსგან მარცხნივ გრიზმანი იყო, მარჯვნივ - ფერნანდო ტორესი და "ატლეტიკოს" ფეხბურთელები სწრაფ კონტრშეტევაზე მიდიოდნენ.

დანილო იყო ერთადერთი მცველი შემტევ ტრიოსა და კეილორ ნავასს შორის, თუმცა სად იყო და სად არა, სერხიო რამოსი წამოეპარა უკნიდან კარასკოს და ბელგიელი "გააუვნებელყო". "ატლეტიკომ", რომელსაც გატანის 50%-იანი შანსი მაინც ჰქონდა, შედეგად მიიღო ჯარიმა მოედნის ცენტრში. ამ დროს თამაშის დამთავრებამდე 30 წამი იყო დარჩენილი.

Sportall.Ge

დღევანდელ ფეხბურთში, როცა კონტრშეტევა თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილია და თან, გუნდები პრესინგის დროს რისკავენ ნახევარმცველების ამოწევას, იზრდება შანსი იმისა, რომ ნახევარმცველი დაარღვევს თამაშის წესს, რადგან იცის, რომ დაჯარიმება და ყვითელი ბარათის მიღება სჯობს საკუთარ კარში გოლის მიღებას.

ჟოზე მოურინიო ბრალს სდებდა "მანჩესტერ სიტის" ამგვარი პრაქტიკის გამოყენებაში, თუმცა ხოსეპ გვარდიოლა ყოველთვის უარყოფდა ამას და  ამბობდა: "ყველაფერი ან არაფერი", თუმცა გაიგონეს, მისი ასისტენტი მიკელ არტეტა როგორ აძლევდა მითითებებს "სიტის" ფეხბურთელებს საჭიროების შემთხვევაში ტაქტიკური ჯარიმების აღების შესახებ. მსგავსი მიდგომა თამაშის დაცვითი გეგმების შესრულების ფუნდამენტური ნაწილი გახდა და გუნდის ინტერესებისთვის ჯარიმის აღება გამართლებულ პრაქტიკად ითვლება. თუმცა, ეს ჯარიმებიც მოედნის ისეთ მონაკვეთზე ფიქსირდება, რომ მთლად სისხლის სამართლის დანაშაულადაც არ ითვლება და სასჯელიც შედარებით მსუბუქია, რა თქმა უნდა, თუ დამრღვევი ფეხბურთელი "ეფექტურად შეასრულებს".

მსაჯზე ზეგავლენის მოხდენა
ხშირად მასპინძელი გუნდები ეფექტურად ახდენენ ზეგავლენას მსაჯებზე. ამ ტაქტიკას, როგორც თამაშის დაწყებამდე, ისე მისი დასრულების შემდეგაც მიმართავენ. საკუთარი კარიერის დასრულების შემდეგ მსოფლიო თასის არბიტრმა გრეემ პოლმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი წამყვანი ევროპული კლუბი საათებს ჩუქნიდა ყოველი თამაშის შემდეგ, ხოლო მეორე გუნდი "რეპლიკის" კომპლექტს ოფიციალური პირების შვილებისათვის.

სხვა კლუბები მსაჯებს პოლიციის ესკორტით მიაცილებდნენ ხოლმე, როცა ამის საჭიროება საერთოდ არ იყო. ამის შემდეგ ძნელი ხდება გადაწყვეტილებების მიღება იმ კლუბის წინააღმდეგ, რომელიც წითელ ხალიჩას გიგებს. თუ ვცდებით?!

ლოკის დაყენება კუთხურების დროს
ყველამ იცის ბრაზილია-გერმანიის ნახევარფინალური შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელშიც გერმანელებმა 7:1 გაიმარჯვეს. გოლების უმრავლესობა კონტრშეტევების დროს გავიდა, თუმცა გახსოვთ პირველი გოლი? სრულად თავისუფალმა ტომას მიულერმა ტონი კროოსის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გახსნა ანგარიში.

რატომ იდგა ტომას მიულერი მარტო საჯარიმოში? რატომ და, მცველი, რომელიც მას იცავდა, ანუ დავიდ ლუისი მიროსლავ კლოზემ დაბლოკა და მიულერიც სულ მარტო დარჩა. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები ამტკიცებდნენ, რომ ეს შემთხვევით მოხდა, თუმცა, მაინც ნათლად აჩვენებს "სწორი" ბლოკირების მნიშვნელობას.

მიუხედავად იმისა, რომ მოურინიოს "ჩელსი" დახელოვნდა ამ საქმეში პირველად, ძალიან ბევრი გუნდი იყენებს ბლოკირების ამ ფორმას. ზოგიერთ კლუბს სპეციალური თანამშრომელი ჰყავს ამ კუთხით.

ეს განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ზონური დაცვის ნაცვლად ერთი-ერთზე დაცვის სტრატეგიას იყენებენ, თუმცა ამ ბოლო დროს, VAR-ის დანერგვის შემდეგ, წესით, მისი გამოყენების მაჩვენებელი უნდა შემცირდეს.

პროტესტი მსაჯის გადაწყვეტილებებზე!
მოურინიოს გამოსვლები "მანჩესტერ სიტის" ტაქტიკაზე თავისთავად იყო ფანდი. გულუბრყვილო იქნებოდა იმის თქმა, რომ მსაჯებს არ აქვთ ინფორმაცია მსგავსი განცხადებების შესახებ და მათზე ეს ზემოქმედებას არ ახდენს. ამ მაგალითიდანაც ჩანს, რომ მიზანი სწორედ მსაჯზე ზემოქმედება იყო, რადგან თუნდაც "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს ჰქონოდა საკუთარი აზრები "სიტის" ტაქტიკაზე, მისი მოვალეობა არ გახლდათ მატჩის არბიტრების მისამართით ამაზე საუბარი.

თუმცა საკუთარი როლი მოედანზე არასდროსაა ფეხბურთელებისთვის წინაპირობა, მოედანზე მსაჯების კრიტიკისგან თავი შეიკავონ. ფეხბურთელებს ამ მხრივ ძალიან ბევრი მოსდით და უკვე ძალიან გამაღიზიანებელია, როცა რამდენიმე ფეხბურთელი შეჯგუფდება და მსაჯთან იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელიც მათ არ მოსწონთ. დიდ მატჩებში, განსაკუთრებით, ლა ლიგაში, ბოლო ათწლეულში სიტუაცია მიუღებელი გახდა, რადგან გუნდები პირველივე წუთებიდან მსაჯზე ზეწოლის სხვადასხვა სტრატეგიას იყენებენ.

Sportall.Ge

ეს ძალიან ცუდი სანახავია ხოლმე, თან იმის გათვალისწინებით, რომ მსაჯს ამდენი ფეხბურთელისთვის ბარათის მიცემა არ შეუძლია, თუმცა ზოგჯერ დასჯის კოლექტიური ფორმაც შეიძლება გამოიყენოს, მაგალითად, მთავარ მწვრთნელს დაატოვებინოს მოედანი, რადგან სწორედ მთავარი მწვრთნელი არის პასუხისმგებელი საკუთარი ფეხბურთელების მოქმედებაზე.

აუტების დროს მანძილის მოგება
შესაძლოა, ეს არაა სასტიკი საფეხბურთო დანაშაული, თუმცა ყველაზე გავრცელებული ნამდვილად გახლავთ. გარდა იმისა, რომ ფეხბურთელები ხშირად თავისით წყვეტენ, საიდან მოაწოდონ ბურთი აუტიდან, ხშირად მიუყვებიან ხოლმე აუტის ხაზს ბურთით ხელში და ასე, მშვიდად და აუღელვებლად "იპარავენ" მეტრებს.

თან როგორ აკეთებენ: ჯერ გამოიქცევიან, ვითომ სროლას აპირებენ, გაჩერდებიან და ხელახლა გაიქცევიან წინ, გაცილებით წინ, ვიდრე იყვნენ. გუნდები ამ ტაქტიკას ყოველთვის მიმართავენ, თან რამდენიმე მეტრი შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს უპირატესობის მოსაპოვებლად გარკვეულ სიტუაციებში.

დროის გაყვანა
მსოფლიო ჩემპიონატზე გამართული 64 მატჩიდან ყველაზე ცოტა ხანი ბურთი თამაშში საუდის არაბეთისა და ეგვიპტის მატჩში იყო - 45 წუთი, ხოლო ყველაზე მეტხანს მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში ინგლისსა და ბელგიას შორის - 67 წუთი.

გუნდებს ყოველთვის გაჰყავთ დრო, როცა იგებენ, თუმცა ზოგიერთი გუნდი ამას თამაშის დაწყებიდანვე აკეთებს. აგვიანებენ აუტებს, მეკარეს ბურთი თამაშში სხვა მხრიდან შეჰყავს, ფეხბურთელები მინდორზე იმდენი ხანი გაანაგრძობენ წოლას, რამდენიც უნდათ, თუ იგრძნეს, რომ ფეხებში მოხვდათ.

ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებები თამაშზე ზეგავლენას ახდენს. ისინი ანელებს თამაშის რიტმს და არ აქვს მნიშვნელობა, დაამატებს თუ არა მსაჯი ამ დროს. შესაძლოა, ფეხბურთი ამ მხრივ ამერიკულ სპორტის სახეობებს უნდა დაემსგავსოს და დრო თამაშის შეჩერების პარალელურად გაჩერდეს.

სიმულაცია
სიმულაცია განსჯადი თემაა. მიუხედავად იმისა, რომ ის ფეხბურთის წესებით აკრძალულია, მაინც არსებობს რამდენიმე ბინდით მოცული ნაწილი.

ჩვენ გვინახავს, რომ თავდამსხმელს ქაჩავენ ან ეჭიდავებიან, თუმცა ის მინდორზე არ იქცევა და პენალტიც არ ინიშნება. ამის შემდეგ უნდა დავადანაშაულოთ ფორვარდები დაცემის გამო? მსგავსი დაცემები ხშირად ხდება მინიმალური კონტაქტის დროსაც კი, როცა საქმე გამოგონილ ჯარიმასთან გვაქვს. მაგრამ მაინც, როდის უნდა შევაფასოთ მომენტი სიმულაციად?

Sportall.Ge

თუ დაკვირვებიხართ "კრისტალ პალასის" ვინფრიდ ზაას? ისე ოსტატურად მოიპოვებს ხოლმე პენალტებს, შეძვრება რამდენიმე მცველში და მერე ერთ-ერთი წამოედება ხოლმე. თუმცა, კონტაქტი აშკარად არის წაქცევამდე.

ბევრი მცდელობა იყო ამ საქციელების თავიდან ასაცილებლად, თუნდაც ყვითელი ბარათის დაწესება სიმულაციაზე, თუმცა ამან შედეგი არ მოიტანა და ახლა, ალბათ, მხოლოდ VAR-ის სისტემას შეუძლია ნათელი მოჰფინოს ხოლმე მსგავს სიტუაციებს.

ჯარიმების მორიგეობით აღება, ჭუჭყიანი საქმის გაზიარება
მოურინიო ხშირად უყენებდა პერსონალურ მცველს ედენ აზარს, თუმცა ბელგიელი იმდენად სწრაფია, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია გასცდეს და ჯარიმა მოიპოვოს. მსგავს სიტუაციებში მცველები ხშირად იღებენ ხოლმე ყვითელ ბარათებს და როცა ეს ხდება, აღნიშნული სამუშაო სხვა ფეხბურთელის საქმე ხდება, როგორც ეს 2016-17 წლების FA Cup-ის მეოთხედფინალში მოხდა და ანდერ ერერამ "გადაიბარა სამსახური".

ამ გუნდების ბოლოდროინდელ თამაშებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ პირველ სამ ჯარიმას აზარზე "იუნაიტედის" სხვადასხვა ფეხბურთელი იღებდა. ერთს რომ დაერღვია რამდენჯერმე, დიდი შანსი იყო, საქმე ცუდად დამთავრებულიყო "წითლებისთვის". ამიტომ "ჩელსის" ლიდერს მორიგეობით ამტვრევდნენ.

ხშირად, როცა ფეხბურთელები აწევენ ერთ თითს და აჩვენებენ, რომ ეს პირველი ჯარიმა იყო, ყველაფერი გასაგები ხდება. მაგრამ მსაჯებისთვის ეს მოსაბეზრებელი ხდება და მესამე ან მეორე "პირველად დამღვევი" ყვითელ ბარათს იღებს.

"ყასბის" რეტროხელოვნება
ნუ, ბოლოს, რა თქმა უნდა, ისევ სერხიო რამოსს უნდა დავუბრუნდეთ. მოჰამედ სალაჰის ეპიზოდი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი სათამაშო მომენტი იყო, მცველი იბრძოდა ბურთისთვის და ორივე ფეხბურთელი დაეცა. თუმცა გამეორების ნახვისას შეკითხვები გაჩნდა: სპეციალურად ხომ არ მოიყოლა სალაჰის ხელი სერხიო რამოსმა, რომ "ლივერპულის" ფეხბურთელისთვის ტრავმა მიეყენებინა? ეს, ალბათ, მხოლოდ რამოსმა იცის, თუმცა მისი წინა გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებთ, მსგავსი "დახვეწილი" მოქმედება სერხიოსთვის უცხო არ უნდა იყოს.

მსგავსი რამ ზოგჯერ მიღებულია კიდეც. არა რა თქმა უნდა ტრავმის მიყენება, არამედ იმის ჩვენება, რომ "აქ მთავარი შენ ხარ", რადგან ეს დააფიქრებს სხვას, გააკეთოს თუ არა იგივე მეორეჯერ.

შესაძლოა, პრობლემა ხრიკების პოლიტიკაშია, თუმცა გარკვეულმა ცვლილებებმა წესებში და  VAR-ის სისტემის უფრო ფართო გამოყენებამ თამაშზე ხრიკების გავლენები უნდა შეამციროს.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ათი წელია ვაცხადებ ფიფას უვარგისი წესები შესაცვლელია. ESPN-ს უჯერებთ სხვას არა. სწორედ ამიტომ ვართ მეორადების ქვეყანა(მანქანების საბურავების ტანსაცმლის ფუტბოლის რაგბის). უვარგისი ფუტბოლის და რაგბის წესების გამოსწორების შედეგად გაცილებით სანახაობრივი და სამართლიანი 5 თამაშია გაკეთებული. ვინმეს აინტერესებს მათ შორის თქვენ? არავის. თქვენი ჭკუით სხვისი ყანის თოხნა უფრო მომგებიანია? მაშ თოხნეთ თოხნეთ თოხნეთ და იყავით ფიფა-ს უვარგისი წესების და რეგულაციების კმაყოფაზე.
ვეტერანი
12:49 29-04-2019
3
ამოაგდეთ 7-1 ის ვიდეო, სად ბლოკავს ერთი კლოზე ლუისს მანახეთ რა
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული