ვალერი გაზაევმა რუსეთისა და უკრაინის ერთობლივი ჩემპიონატის უტოპიური იდეა წამოაყენა

AutoSharing Option
რუსეთის გოსდუმის ფიზკულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვალერი გაზაევმა ისევ წამოაყენა რუსეთისა და უკრაინის ერთობლივი ჩემპიონატის ჩატარების უტოპიური იდეა. ადრე ის ამ პროექტს კურირებდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერ განახორციელა.

"პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინისა და რუსეთის მცხოვრებლებისათვის ერთიანი მოქალაქეობის იდეა წამოაყენა და ამას მხოლოდ უნდა მივესალმოთ. იქ ახლახან არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ რუსებისთვის უკრაინის მოქალაქეობის მიცემის მზადყოფნა გამოთქვა. ჩვენი ერები მუდამ მოძმენი იყვნენ.

შეგახსენებთ, 2012 წელს რუსეთისა და უკრაინის ერთობლივი ჩემპიონატის ჩატარების პროექტი იყო ინიცირებული. ამ ჩემპიონატს
შეუძლია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს", - ციტირებს გაზაევს მისი პრესსამსახური.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა გულისამრევია ეს რუსეთი ...
3
რაფერ გასიებია ამას თავ-ღრანჭი.
გაზა
18:24 30-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული