არგენტინის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, უგო გატიმ "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გააკრიტიკა.
"როდესაც "რეალმა" ყველაფერი მოიგო, ზიდანს არაფერი გაუკეთებია. ყველაფერი ძველებურად დარჩა. ზიდანს ფეხბურთში არაფერი ესმის: მას ჰყავდა რონალდო, რამოსი და გოლები. მათი წყალობით იგებდა.
თუ ზიდანი თავის შეხედულებებს არ შეიცვლის, ეს სამწუხარო შედეგებს გამოიღებს. ვფიქრობ, მომავალში ყველაფერი მხოლოდ უარესად იქნება", - განაცხადა გატიმ El Chiringuito-ს ეთერში.